ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „ცენტრალური აზია - სამხრეთ კავკასიის 5+3“ ფორმატის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოვიდა
აზერბაიჯანში ვიზიტისას, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსლან კაზაკბაევი „ცენტრალური აზია – სამხრეთ კავკასიის 5+3“ ფორმატის ჩამოყალიბების ინიციატივით გამოვიდა.
ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსლან კაზაკბაევმა აზერბაიჯანელ კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ოფიციალურ ბაქოს ყირგიზეთის პრეზიდენტის, სადირ ჟაფაროვის ინიციატივები გადასცა, რომელიც ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაფართოებას ისახავს მიზნად.
„ინიციატივები მოიცავს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას და სახელმწიფოთაშორისი საბჭოს შექმნას აზერბაიჯანისა და ყირგიზეთის პრეზიდენტების დონეზე, აგრეთვე ახლო მომავალში რეგიონული პლატფორმის – „ცენტრალური აზია – სამხრეთ კავკასია 5+3 ფორმატის“ ჩამოყალიბებას“, – ნათქვამია ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კაზაკბაევის მოსაზრებით, ამ ინიციატივების განხორციელება გააძლიერებს თანამშრომლობის პოტენციალს, აგრეთვე მხარეებს თანამედროვე გამოწვევებსა და საფრთხეებზე გამკლავების საშუალებას მისცემს.