ყაზახური გამოცემა - ვაისმა არ იცის, როგორ იყოს ფავორიტი
ყაზახური გამოცემა - ვაისმა არ იცის, როგორ იყოს ფავორიტი

ყაზახურმა გამოცემა „პროსპორტმა“ საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელზე, ვლადიმირ ვაისზე წერილი გამოაქვეყნა.

წერილში საინტერესოდაა დახასიათებული ვაისის პლუს-მინუსები. თუმცა, აშკარად მიკერძოებულადაა გაშუქებული ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებთან ყაზახების ორი წაგება და იმის მცდელობაა, ეს ორი თანაბარი გუნდის შემთხვევით შედეგად ჩაითვალოს. ლაპარაკია ყაზახეთის ორიდან ორ წაგებაზე, საერთო ანგარიშით 1:4.

 

ვლადიმირ ვაისი – პატივცემული, მაგრამ…

ვლადიმირ ვაისი ალმატიში გმირია და მთელ ყაზახეთში პატივცემული მწვრთნელია. გულშემატკივრებს ახსოვთ, „კაირატი“ მისი ხელმძღვანელობით როგორ ლამაზად თამაშობდა. ახლა, როდესაც საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი ამოეწურა, სპეციალისტს „უშვებენ“ „ასტანაში“. „პორსპორტის“ ავტორი ნურალი ალტინბეკი სლოვაკი სპეციალისტის დედაქალაქის კლუბში დანიშვნის წინააღმდეგია.

 

„ასტანაში“ – კატეგორიულად არა

ახლა „ასტანა“ სავალალო მდგომარეობაშია. კლუბმა ვერ შეძლო სეზონის წარმატებით დასრულება და ყველა ფრონტზე ჩავარდა. გუნდის ახალ აღმასრულებელ დირექტორს, დავიდ ლორიას სჭირდება გამორჩეული მწვრთნელი, რომელსაც შეუძლია გუნდის გამოღვიძება და გალიდერება. ის უკვე არსებობს. მოთამაშეები აღფრთოვანებულები არიან ანდრეი ტიხონოვით და, როგორც ჩანს, ყველაფრით კმაყოფილები არიან. „ასტანასგან“ გულშემატკივრები ძალიან ბევრს ელიან. ვლადიმირ ვაისმა კი არ იცის, ასეთ გუნდში როგორ უნდა იმუშაოს.

 

იგებდა იქ, სადაც უნდა მოეგო

ვაისი წარმატებას აღწევდა გუნდში, რომლისგანაც არაფერს ელოდნენ და წარუმატებელი იყო იქ, სადაც მას დიდ მოლოდინებს უკავშირებდნენ. რა თქმა უნდა, მსოფლიო თასის 1/8 ფინალში სლოვაკეთის გაყვანა დიდი წარმატებაა იყო. მაგრამ ვაისის გუნდს ძალიან გაუმართლა წილისყრაში, მან ქულები აიღო იქ, სადაც უნდა აეღო და აგებდა იქ, სადაც ასევე უნდა წაეგო.

ამის დასტური იყო ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლი სლოვაკეთის ნაკრებში. სლოვაკებმა წააგეს ფავორიტებთან – რუსეთიდან, ძალიან მებრძოლ ირლანდიასთან და ჰენრიხ მხითარიანის სომხეთთან. გუშინდელი გმირი ვაისი სლოვანეთის ეროვნული გუნდიდან გაათავისუფლეს.

 

წარმატება საქართველოს ნაკრებში წარმატებაა?

ყაზახეთიდან სლოვაკი საქართველოს ნაკრებში გადავიდა. ახლა ჩვენ მის ნამუშევარს ტრიუმფად ვაფასებთ. მაგრამ რეალურად ასეა? ვაისი გუნდში მივიდა 2018 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ციკლამდე და საბოლოოდ, ტურნირი დაასრულა ბოლოსწინა ადგილზე, გაუსწრო მხოლოდ მოლდოვას.

შემდეგ იყო ერთა ლიგა, რომელშიც ქართველებმა ყაზახეთს აჯობეს. მაგრამ ვლადიმირ ვაისის გუნდმა თავისი დონის ნაკრებებს სძლია – ეს არის ამ ტურნირის არსი. გვახსოვს ყაზახეთთან მათი დასანანი გამარჯვებები და ანდორასთან ფრე.

შემდეგი იყო ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი – და ისევ ბოლოსწინა ადგილი. ქვემოთ მხოლოდ გიბრალტარი დარჩა. ერთა ლიგაში ჩვენზე გამარჯვების შემდეგ, ქართველები უფრო მაღალ ლიგაში ავიდნენ. მაგრამ იქაც მხოლოდ ბოლოსწინა ადგილი დაიკავეს.

ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ევრო 2020-ის პლეი ოფის ფინალში მოხვედრა ერთა ლიგაში გამარჯვების წყალობით. ეს არის პირველი მომენტი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებთან მუშაობის განმავლობაში, როდესაც გუნდისგან რაღაც მოსალოდნელი იყო. ჩვენ ვიცით, რა მოხდა – ევროპის ჩემპიონატზე ჩრდილოეთ მაკედონელები მიდიან …

 

რა არის ვაისის ფენომენი?

სლოვაკი მწვრთნელი ძალიან სასიამოვნო ადამიანია, რომელმაც იცის გულშემატკივრების გულის მოგება. ნათელი, დასამახსოვრებელი თამაშის მიმდევარია. სპეციალისტი, რომელიც იძლევა შედეგებს იქ, სადაც ეს მოსალოდნელი არაა. მისი გუნდები ყოველთვის სენსაციებს აღწევენ და ემოციებზე გამყოფებენ.

მაგრამ მას არ მოაქვს შედეგი, რომელსაც სთხოვენ. მისი მიწვევა „ასტანაში“ კონკრეტული დავალებების შესასრულებლად, ჩემპიონობის დასაბრუნებლად და ევროპაში წარმატებებისთვის – უტოპიაა.

მაგრამ სიამოვნებით ვიხილავდი ვაისს ყაზახეთის ნაკრებში. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს ლამაზ ფეხბურთს ათამაშებდა და მოულოდნელი წარმატებებით გაგვახარებდა. ეროვნულ ნაკრებში მისგან არაფერს ელიან, მაგრამ ის ადგება და „გაისვრის“.