ყაზახური მედია საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელზე - მან ყაზახურ ფეხბურთზე სასტიკი შურისძიება შეძლო
2018 წელს, ყაზახური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე დიდ უსიამოვნებად „პროსპორტსმა“ ვლადიმირ ვაისი დაასახელა.
ყაზახურმა გამოცემამ წლის მოვლენები შეაჯამა და განსაკუთრებული როლი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს მიუჩინა.
„ვლადიმირ ვაისი – პიროვნება, რომელსაც გააჩნია საჭირო საკვალიფიკაციო, დიდი გამოცდილება და ქარიზმა. თავის დროზე, მოულოდნელად ალმატის „ყაირატიდან“ ისე გაათავისუფლეს, შორს არც გაუხედავთ. ამის გამო სლოვაკმა სპეციალისტმა 2018 წელს ყაზახურ ფეხბურთზე სასტიკი შურისძიება შეძლო“ – წერს „პროსპორტსი“.
გამოცემის აზრით, ვლადიმირ ვაისმა ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბა.
„მის ხელში. საქართველოს ეროვნული ნაკრები ბრწყინავდა და ჩვენი ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ისტორიული, პირველი გათამაშების ორივე მატჩში დამაჯერებლად დაამარცხა. ვაისს არც უფიქრია სიხარულის დამალვა, როდესაც ყაზახეთი ორჯერ გაანადგურა. მან მიანიშნა, რომ „ყაირატში“ მუშაობის საშუალება არ მისცეს. სლოვაკი მწვრთნელი 2018 წელს ყაზახეთის ეროვნული ნაკრების ორიდან ერთ-ერთი მთავარი უსიამოვნების ავტორია“.