კახა ცხადაძე ყაზახეთში ბრუნდება და შიმკენტის “ორდაბასს“ ჩაიბარებს, – ინფორმაციას გამოცემა Prosports.kz ავრცელებს.
„ცხადაძე უკვე ყაზახეთშია, რათა კონტრაქტი გააფორმოს, ხოლო გუნდი ქართველი მწვრთნელის დანიშვნას ხვალ გამოაცხადებს”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მწვრთნელს უცხოეთში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის ავარჯიშებდა აზერბაიჯანულ “ინტერსა” და ალმათის “ყაირათში” მუშაობდა. ყაზახეთში მისმა გუნდმა სუპერთასი და ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
“ორდაბასში“ საქართველოს ნაკრების მოთამაშე ჯაბა ჯიღაური თამაშობს. გუნდი ყაზახეთის ჩემპიონატში 19 ქულით მეოთხე ადგილზეა.
ცხადაძის წინამორბედმა ბულგარელმა გიორგი დემენჯიევმა კლუბი საკუთარი ნებით დატოვა, რადგან “ორდაბასს” მისი დავალიანება დაუგროვდა და კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა.