ყაზახური ავიაკომპანია Air Astana ბათუმის მიმართულებით სეზონურ ფრენებს იწყებს
ყაზახური ავიაკომპანია Air Astana ბათუმის მიმართულებით სეზონურ ფრენებს იწყებს

ყაზახური ავიაკომპანია Air Astana ალმათი – ბათუმი – ალმათის მიმართულებით სეზონურ ფრენებს შეასრულებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიარეისები 15 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს განხორციელდება.

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი