ყაზახეთში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა
ყაზახეთში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ყაზახეთში ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ყაზახეთის სამხრეთში კონფლიქტი ყაზახებს და დუნგანის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს შორის მოხდა.

დუნგანის ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ჩინურ ენაზე მოსაუბრე მუსლიმები არიან. 

ყაზახეთის მთავრობის ინფორმაციით, დაპირისპირების საფუძველი საგზაო ინციდენტი გახდა.

დაპირისპირების დროს დაზიანდა სახლები, ავტომობილები და სავაჭრო ობიექტები, ყაზახეთში სამედიცინო დახმარება 140 ადამიანს დასჭირდა.

მეზობელ ყირგიზეთში კი ექიმებს 25-მა ადამიანმა მიმართა.

ჩხუბი ყაზახეთის სამხრეთში, ყირგიზეთის საზღვრის მახლობლად მოხდა. დაპირისპირების რამდენიმე მონაწილე სწორედ ყირგიზეთში გაიქცა.

დატოვე კომენტარი