ყაზახეთის შემდეგ, 16-წლამდელებმა რუმინეთიც დაამარცხეს
ყაზახეთის შემდეგ, 16-წლამდელებმა რუმინეთიც დაამარცხეს

უეფას განვითარების თასზე მეორე ტურის მატჩები გაიმართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს 16-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრებმა რუმინეთიც დაამარცხა – 2:1.

საქართველოს ნაკრები უპირატესობას მატჩში დაწყებისთანავე დაეუფლა და საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. უმცროსი ”ჯვაროსნებიდან” გოლები ნიკა ტალახაძემ და ლუკა ტორონჯაძემ გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში ზვიად ჯელაძის გაწვრთნილებმა ყაზახეთი 3:2 დაამარცხეს და გუნდი ექვსი ქულით ლიდერია.

რუმინეთთან საქართველომ შემდეგი შემადგენლობით ათამაშა: ხარშილაძე, კვარაცხელია, ხვადაგიანი, ერაძე, მირზიკაშვილი, ბენდიანიშვილი, ტალახაძე, მორჩილაძე, ოგბაიძე, ზურაბიანი, ტორონჯაძე.

შეცვლაზე: ხვედელიძე, დევდარიანი, მამაცაშვილი, ოსიყმაშვილი, ჟივიძე, გუგეშაშვილი, ილურიძე.

„დავით პეტრიაშვილი არენაზე” ბელარუსმა ყაზახეთს 3:0 სძლია. მესამე, დასკვნით ტურში, 6 მაისს, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სწორედ ბელარუსს უმასპინძლებს. მატჩი მიხეილ მესხი 2-ზე, 11:00 საათზე დაიწყება.