ყაზახეთის რამდენიმე ქალაქში აქციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, ქვეყნის ორ ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა [ვიდეო]
ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თითქმის ყველა ქალაქში, სადაც დემონსტრაცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებებია. ერთ-ერთი ცნობით, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, შექმნილი მდგომარეობის გამო, ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ალმათში და მაგნისთაუს ოლქში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი გამოაცხადა.
სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, რამდენიმე ქალაქში დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.
In #Almaty, #Kazakhstan, there are violent scuffles between protesters and the security forces. Armoured vehicles appear to be fleeing from the protesters:
— Alex Kokcharov (@AlexKokcharov) January 4, 2022
Kazakistan’ı terbiye ediyorlar… Askeri araçlara molotof kokteyli doğal gaz zamıyla ilgisi yok. #Otpor benzeri bir örgütün profesyonel provokatörler iş başında… #Kazakhstan #Kazakistan #Almaty pic.twitter.com/rB6MMFURyg
— Derin Düşünce .Org (@DDGrubu) January 4, 2022