ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის წევრების, დეპუტატებისა და რეგიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა ხელფასების მომატებაზე 5-წლიანი მორატორიუმი გამოაცხადა
ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობის წევრების, დეპუტატებისა და რეგიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა ხელფასების მომატებაზე 5-წლიანი მორატორიუმი გამოაცხადა

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყევმა მთავრობის წევრების, დეპუტატებისა და რეგიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა ხელფასების მომატებაზე 5-წლიანი მორატორიუმი გამოაცხადა.

ამის შესახებ ყასიმ-ჟომართ თოყევმა ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან ერთად, ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სახელმწიფო მოხელეების და იმ ადამიანების ხელფასები, ვინც ანაზღაურებს ბიუჯეტიდან იღებს შეძლებისდაგვარად გაიზრდება.

ამავე სხდომაზე თოყაევმა განაცხადა, რომ „ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევის წყალობით ქვეყანაში ძალიან მდიდარი ადამიანების ჯგუფი გაჩნდა.“

ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, უნდა შეიქმნას სოციალური ფონდი, რომელშიც ამ ადამიანებმა და მათმა კუთვნილმა საწარმოებმა ყოველწლიურად უნდა ჩარიცხონ გარკვეული თანხა.

მან ასევე თქვა, რომ არსებობს ქვეყნიდან კაპიტალის „უსაფუძვლოდ“ გადინების საფრთხე. მან დაავალა შესაბამის უწყებებს შეისწავლონ კონკრეტული სამრეწველო ჯგუფების მიერ ქვეყნიდან კაპიტალის გატანის შემთხვევები.