ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს - ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა თქვენს მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტსა და პროფესიონალიზმს ადასტურებს
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს - ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა თქვენს მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტსა და პროფესიონალიზმს ადასტურებს

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ასკარ მამინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

ოფიციალურ მისალოც წერილში ასკარ მამინი გამოთქვამს რწმენას, რომ ორი ქვეყნის მთავრობებს შორის მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე თქვენს დანიშვნასთან დაკავშირებით. ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა ადასტურებს თქვენს მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტსა და პროფესიონალიზმს. მჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობა არსებით წვლილს შეიტანს ქვეყნის შემდგომ მდგრად განვითარებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრული ურთიერთობა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ყაზახეთსა და საქართველოს მთავრობებს შორის შემდგომშიც განაგრძობს წარმატებულად განვითარებას ჩვენი ხალხების სასიკეთოდ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გისურვოთ ჯანმრთელობა და დიდი წარმატებები საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობაზე, ხოლო მეგობრულ ქართველ ხალხს კი – კეთილდღეობა და მშვიდობა“, – აღნიშნულია მისალოც წერილში.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი