ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო ირაკლი კობახიძეს უსამძიმრებს – „სამძიმარს გიცხადებთ თქვენ და საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი დაღუპულთა ოჯახებს“

15:12, 21.11.2026

ღრმა მწუხარებით შევიტყვე 19 ნოემბერს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი გაზის აფეთქების შესახებ, რომელსაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოლჟას ბექტენოვის ოფიციალურ წერილშია აღნიშნული.

ოლჟას ბექტენოვი სამძიმარს უცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მოსახლეობასა და დაღუპულთა ოჯახებს.

„ღრმა მწუხარებით შევიტყვე 19 ნოემბერს თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი გაზის აფეთქების შესახებ, რომელსაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ და საქართველოს მოსახლეობას, განსაკუთრებით კი დაღუპულთა ოჯახებს.

ამ მძიმე წუთებში ყაზახეთი იზიარებს თქვენს მწუხარებას. ყველა დაშავებულს ვუსურვებ სრულ და სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – ნათქვამია ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ წერილში.

მსგავსი