ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ნურსულთან ნაზარბაევს უშიშროების საბჭოსა და ყაზახეთის სახალხო ასამბლეის სამუდამო თავმჯდომარეობა ჩამოართვა
ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ნურსულთან ნაზარბაევს უშიშროების საბჭოსა და ყაზახეთის სახალხო ასამბლეის სამუდამო თავმჯდომარეობა ჩამოართვა

ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, მეჯლისმა მხარი დაუჭირა ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებას.

კერძოდ, მეჯლისმა დაამტკიცა საკონსტიტუციო შესწორებები, რომელთა თანახმადაც, ქვეყნის პირველ პრეზიდენტს ჩამოერთვა უშიშროების საბჭოსა და ყაზახეთის სახალხო ასამბლეის სამუდამო თავმჯდომარეობა. ამგვარად, აღნიშნულ თანამდებობებს მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი დაიკავეს.

როგორც ყაზახეთის ქვედა პალატის დეპუტატმა კანათ ნუროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, შესაბამისი შესწორებები შევიდა ნაზარბაევის უფლებამოსილებებისა და მისი „ერის მამის“ სტატუსის შესახებ კანონებში. ახლა ეს ცვლილებები პარლამენტის ზედა პალატამ უნდა დაამტკიცოს.

შეგახსენებთ, რომ მასობრივი საპროტეტსო გამოსვლებისა და არეულობების შემდეგ ნურსუთან ნაზარბაევი პირველად 17 იანვარს გამოჩნდა. ვიდეომიმართვაში მან უარყო ქვეყნის მმართველ ელიტაში რამე სახის კონფლიქტის არსებობა და განაცხადა, რომ ყაზახეთის დედაქალაქში იმყოფება. მისი თქმით, უახლოს მომავალში პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს მმართველი პარტიის თავმჯდმარედ აირჩევენ. პარტიის რიგგარეშე ყრილობა 28 იანვარს გაიმართება.

ნურსულთან ნაზარბაევმა პრეზიდენტის თანამდებობა 2019 წელს დატოვა და თავის შემცვლელად თოყაევი დაასახელა. თუცმა მაშინ ყოფილმა პრეზიდენტმა სამუდამო ვადით შეინარჩუნა უშიშროების საბჭოსა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა, ასევე „ერის მამის“ საპატიო ტიტული.

იანვრის დასაწყისში ყაზახეთი მასობრივმა საპროტეტსო გამოსვლებმა მოიცვა. დემონსტრაციების დაწყების მიზეზი საწვავის გაძვირება გახდა, თუმცა მალე მომიტინგეებმა პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენეს. მოგვიანებით, საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებასა და არელობაში გადაიზარდა. პრეზიდენემა თოყაევმა დახმარების თხოვნით კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას მიმართა, რის შემდეგაც ქვეყანაში აღნიშნული ორგანიზაციის წევრი ქვეყნების, მათ შორის რუსეთის სამხედრო დანაყოფები გაგზავნეს.