ყაზახეთის მოქალაქეთა 20-მა პროცენტმა სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარების მისაღებად განაცხადი შეავსო
ყაზახეთის მოქალაქეთა 20-მა პროცენტმა სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარების მისაღებად განაცხადი შეავსო

ყაზახეთის მოქალაქეთა 20-მა პროცენტმა სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარების მისაღებად განაცხადი შეავსო.

ამის შესახებ განცხადება ყაზახეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გააკეთეს.

სტატისტიკური მონაცებით, კორონავირუსის გავრცლების გამო, ფინანსური დახმარება 3,7 მილიონმა მოქალაქემ მოითხოვა.

როგორც ყაზახეთის შრომის მინისტრმა განაცხადა, 1,8 მილიონი მოქალაქის განაცხადი უკვე დაკმაყოფილდა, 1,5 -ზე მეტი ადამიანის მოთხოვნა კი დაუსაბუთებლად მიიჩნიეს.

ყაზახეთის მთავრობის ინიციატივით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო თითოეული მოქალაქე, რომელმაც შემოსავლის წყარო დაკარგა, საგანგებო მდგომაროების მოქმედების პერიოდში თვეში 42 500 ტენგეს (100 დოლარს) მიიღებს.

საგანგებო მდგომაროება ყაზახეთში 16 მარტს გამოცხადდა და აპრილის ბოლომდე უნდა გაგრძელდეს.