ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში არეულობის შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში არეულობის შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში არეულობის შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 103 ადამიანი ალმათიში განვითარებულ მოვლენებს ემსხვერპლა, 21 ადამიანი კიზილორდინსკის, ათი ჟამბილის, რვა კი ალმათის ოლქში დაიღუპა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ამასთან, ადგილობრივი მედია იუწყებოდა, რომ დაშავებულთა რიცხვი 2 000-ს აღემატება.

რაც შეეხება დაკავებულებს, როგორც ცნობილია, ყაზახმა სამართალდამცველებმა გასული ერთი კვირის განმავლობაში 6 000-მდე ადამიანი დააკავეს.

დატოვე კომენტარი