ყაზახეთის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო ისევ შეაჩერეს

18:03, 03.07.2020

ყაზახეთის პროფესიულმა საფეხბურთო ლიგამ გამოაცხადა ქვეყნის ჩემპიონატის შეჩერების შესახებ. მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდა.

ტურნირი შეჩერებულია 14 დღითა და გაგრძელების პერსპექტივით. ჩემპიონატის განახლება დამოკიდებული იქნება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის პანდემიის გამო, ყაზახეთის ჩემპიონატი ერთხელ უკვე შეჩერდა – მარტის დასაწყისში.

მსგავსი