ყაზახეთი და უზბეკეთი ე.წ. დიდი აბრეშუმის გზის ვიზის შემოღებას განიხილავენ

12:27, 19.01.2019

ყაზახეთი და უზბეკეთი ე.წ. დიდი აბრეშუმის გზის ვიზის შემოღებას განიხილავენ. ინფორმაციას გერმანული „დოიჩე ველე” ავრცელებს.

როგორც ბერლინში მდებარე უზბეკეთის საკონსულოში  გერმანელ ჟურნალისტებს უთხრეს, მომავალში იგეგმება, რომ ახალ სავიზო კავშირში „დიდ აბრეშუმის გზაზე“ მდებარე სხვა ქვეყნებიც გაერთიანდებიან. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მხოლოდ უზბეკეთისა და ყაზახეთის მთავრობებს შორის მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული შედეგები ჯერ არ დამდგარა.

პროექტის ავტორებს იმედი აქვთ, რომ „დიდი აბრეშუმის გზის“ კავშირი ევროპაში მოქმედი შენგენის შეთანხმების ანალოგი გახდება.

როგორც ირკვევა, პროექტით დაინტერესდა ტაჯიკეთის ხელისუფლებაც, რომელიც მზად არის, ახალ კავშირს შეუერთდეს.

მსგავსი