ყაზაიშვილმა MLS-ის სეზონი 10 გოლით დაასრულა
ჩრდილოეთ ამერიკის მეიჯორ სოკერ ლიგაში (MLS) რეგულარული სეზონი დასრულდა.
დასავლეთ კონფერენციაში ბოლო ადგილზე გავიდა ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას „სან ხოსე“. ამ გუნდმა რეგულარული ცხრამატჩიანი მოუგებელი სერიით (+2 -7) დაასრულა.
ყაზაიშვილმა 34-დან 25 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. კაშიამ 12 მატჩი (ყველა ძირითადში) ჩაატარა და სამი ყვითელი ბარათი მიიღო.
„ლოს ანჯელეს გელაქსიმ“ წააგო ბოლო შეხვედრა „ჰიუსტონ დინამოსთან“ საკუთარ მოედანზე (2:3).
კალიფორნიელებს ამ მატჩის მოგება სჭირდებოდათ პლეი ოფში მოსახვედრად და ახლა, დასავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზე დარჩნენ.
ასე რომ, „ლოს ანჯელესის“ ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი პლეი ოფის გარეშე დარჩა, სამაგიეროდ, შვედი რეგულარულის მეორე ბომბარდირი გახდა 22 გოლით. მას გაუსწრო “ატლანტას” ვენესუელელმა ალექსანდერ მარტინესმა – 31 გოლი.
MLS-ის პლეი ოფის პირველ ეტაპზე ასეთი წყვილებია:
დალასი-პორტლენდი
ნიუ იორკი-ფილადელფია
დი სი იუნაიტედი-კოლამბუსი
ლოს ანჯელესი-სოლტ ლეიკი