ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების მსვლელობისას ალკოჰოლი არ გაიყიდება #1TVSPORT
ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების მსვლელობისას ალკოჰოლი არ გაიყიდება #1TVSPORT

ყატარში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მატჩებისას სტადიონზე ალკოჰოლური სასმემელების რეალიზაცია აკრძალული იქნება.

„გეგმას ჯერ ამუშავებენ, მაგრამ ამ მომენტში სიტუაცია ისეთია, რომ ფანები ლუდის დალევას შეძლებენ სტადიონზე შესვლამდე და იქიდან გამოსვლის შემდეგ, უშუალოდ არენებზე ალკოჰოლური სასმელები არ გაიყიდება”, – განუცხადა სიტუაციასთან დაახლოებულმა წყარომ სააგენტო Reuters-ს.

გარდა ამისა, ლუდის რეალიზაცია შეზღუდული დროის განმავლობაში ფიფა-ს ძირითადი ფან-ზონის გარკვეულ ადგილებში მოხდება. აგრეთვე, ალკოჰოლი დაშვებული იქნება რამდენიმე სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში. ლუდის ფასი, ჯერჯერობით, შეთანხმებული არ არის.

ყატარში მოქმედებს ალკოჰოლზე აკრძალვა საზოგადოებრივ ადგილებში, აგრეთვე ქვეყანაში შეტანა.