ყატარის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ყატარის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ყატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულაზიზ ალ-თანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ, ყატარის სახელმწიფოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებ თქვენს აღმატებულებას ჯანმრთელობას, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – კეთილდღეობასა და პროგრესს“, – წერს ხალიდ ბინ ხალიფა ბინ აბდულაზიზ ალ-თანი.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.