ყატარი 2022, შესარჩევი ტურნირი, ევროპა - J ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო]
ყატარი 2022, შესარჩევი ტურნირი, ევროპა - J ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო]

ფაქტები

* ჰანს-დიტერ ფლიკის ხელმძღვანელობით, გერმანიამ შვიდიდან შვიდი მატჩი მოიგო..

* გერმანიამ XXI საუკუნეში პირველად მოიგო ზედიზედ შვიდი მატჩი. გუნდის სარეკორდო სერია 12 მოგებულ მატჩშ უდრის (1979-80).

* პირველად XXI საუკუნეში გერმანიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში სამი ფეხბურთელი იყო „გლადბახიდან“ – იონას ჰოფმანი, მატიას გინტერი და ფლორიან ნოიჰაუსი.

* ჩრდილოეთ მაკედონია პლეი ოფში ითამაშებს.

* რუმინეთის ნაკრებში ითამაშა 15 წლისა და 264 დღის ენეს სალიმ. ის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ისტორიაში, ვინც სანაკრებო დონეზე ოფიციალურ მატჩში ითამაშა. მან ნორვეგიელი მარტინ ედეგორის (15 წლისა და 301 დღის ასაკში ითამაშა ევრო 2016-ის შესარჩევში) რეკორდი გააუმჯობესა.

 

სომხეთი-გერმანია       1:4

გოლები: 0:1 ჰავერცი (15), 0:2 გიუნდოგანი (45+4-პენ), 0:3 გიუნდოგანი (50), 1:3 მხითარიანი (59-პენ), 1:4 ჰოფმანი (64)

გერმანია (3-5-2): ტერ შტეგენი – ტა, კერერი, გინტერი – გიუნდოგანი (60. არნოლდი), რაუმი, სანე (60. ბრანდტი), ჰოფმანი (83. ბაკუ), ნოიჰაუსი (73. ფოლანდი) – მიულერი (60. ლ. ნმეჩა), ჰავერცი.

 

ლიხტენშტაინი-რუმინეთი    0:2

გოლები: 0:1 მანი (8), 0:2 ბანჩუ (87)

35-ე წუთზე სტანჩუმ (რუმინეთი) ვერ გამოიყენა პენალტი

 

ჩრ. მაკედონია-ისლანდია       3:1

გოლები: 1:0 ალოისკი (7), 1:1 ტორსტეინსონი (54), 2:1 ელმასი (65), 3:1 ელმასი (87)

გაძევება: იოჰანესონი (79. ისლანდია)

 

თ         მ          ფ         წ         ბ           ქ

  1. გერმანია                  10       9          0          1         36:4      27
  2. ჩრ. მაკედონია        10       5          3          2         23:11     18
  3. რუმინეთი               10       5          2          3         13:8       17
  4. სომხეთი                  10       3          3          4         9:20       12
  5. ისლანდია               10       2          3          5         12:18       9
  6. ლიხტენშტ.             10       0          1          9         2:34         1
დატოვე კომენტარი