ყასიმ-ჟომართ თოყაევი - ყაზახეთი დაინტერესებულია სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირებით და ლოგისტიკის განვითარებით 
ყასიმ-ჟომართ თოყაევი - ყაზახეთი დაინტერესებულია სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირებით და ლოგისტიკის განვითარებით 

სამარყანდში, თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა თურქულენოვან სახელმწიფოებს შორის სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც თოყაევმა განაცხადა, თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციის წევრები აკავშირებენ დასავლეთს და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს, ამიტომ ამჟამინდელ გარდამავალ პერიოდში ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს სატრანსპორტო-სატრანზიტო კომუნიკაციების პოტენციალის გაზრდა და მათი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენება.

„ნათელი მაგალითია ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპრტო მარშრუტი, რომელიც გადის ისეთი მოძმე სახელმწიფოების ტერიტორიებზე, როგორებიც არიან ყაზახეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი. ამიტომ პრიორიტეტულად მიგვაჩნია სატრანსპორტო-ლოგისტიკური დარგის განვითარება. მის განვითარებაზე ყაზახეთმა მხოლოდ ბოლო 15 წლის განმავლობაში 35 მილიარდი დოლარი მიმართა. ჩვენი ქვეყანა დაინტერესებულია სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირებით და ლოგისტიკის განვითარებით. ამ მიზნებისთვის 2025 წლამდე იგეგმება კიდევ 10 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციების მოზიდვა“, – განაცხადა ყაზახეთის ლიდერმა.