ყაზახეთის პრეზიდენტი შუა დერეფნის „ტრამპის გზასთან“ ინტეგრაციის საკითხის განხილვის ინიციატივით გამოდის

15:39, 08.10.2026

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი ცენტრალური აზიისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოების მეთაურთა საკონსულტაციო შეხვედრაზე შუა დერეფნის „ტრამპის გზასთან“ ინტეგრაციის საკითხის ექსპერტების დონეზე განხილვის შეთავაზებით გამოვიდა.

თოყაევის განცხადებით, ყაზახეთში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მასშტაბური მოდერნიზაცია ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის სატრანზიტო როლის გაძლიერებას.

მისი თქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებას, რომელსაც ხშირად შუა დერეფანს უწოდებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთისთვის განსაკუთრებული აქტუალურობა აქვს რუსეთთან თანამშრომლობით განხორციელებულ მარშრუტს „ჩრდილოეთი–სამხრეთი“, მსოფლიო ბანკის შეფასებით, თუ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ამოცანები სრულად შესრულდება, 2040 წლისთვის კასპიის გავლით სატვირთო გადაზიდვების მოცულობა, შესაძლოა, ოთხჯერ გაიზარდოს“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, შესაძლებელია ექსპერტების დონეზე შუა დერეფნის სატრანსპორტო ინიციატივის „ტრამპის გზასთან“ ინტეგრაციის საკითხის განხილვა, რაც არსებული სატრანზიტო პოტენციალის გაფართოებას შეუწყობს ხელს და, თოყაევის შეფასებით, რეგიონის ყველა სახელმწიფოს გრძელვადიან ინტერესებს შეესაბამება.

მსგავსი