ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე რამაზ ბ. და იოსებ ქ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, რამაზ ბ-მ თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა 500 ევროს ნომინალის ყალბი ბანკნოტები, საიდანაც იოსებ ქ-ს და სონია ზ-ს დახმარებით, 9800 ლარად საქართველოს მოქალაქეზე გაასაღა 10 ცალი 500-ევროიანი ბანკნოტი, ხოლო 25 ერთეული ანალოგიური ნომინალის მქონე ბანკნოტი ამოღებულია მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად. სუს-ის ცნობით, ჯამში ამოღებულია 17 500 ევროს ყალბი ბანკნოტები.

გამოძიება ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.