წყნეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

08:20, 09.11.2019

„თელასის“ ცნობით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს ვაკის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება​. კერძოდ, შეზღუდვა წყნეთის მცხოვრებლებს შეეხება.

„გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

მსგავსი