წყნეთში, ე.წ. კაკლებთან ცოტა ხნის წინ სროლა იყო. ფაქტს შსს-ში ადასტურებენ.
ესროლეს მანქანას, რომელში მყოფი პირიც არ დაშავებულა. შსს-ში მომხდარის დეტალებს არ აკონკრეტებენ.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე (მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელსაც ესროლეს, ლ. ს.-ს ეკუთვნის.