წყნეთში ავტომანქანას ესროლეს
წყნეთში ავტომანქანას ესროლეს

​წყნეთში, ე.წ. კაკლებთან ცოტა ხნის წინ სროლა იყო. ფაქტს შსს-ში ადასტურებენ.

ესროლეს მანქანას, რომელში მყოფი პირიც არ დაშავებულა. შსს-ში მომხდარის დეტალებს არ აკონკრეტებენ.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე (მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელსაც ესროლეს, ლ. ს.-ს ეკუთვნის.