წყნეთი-ბეთანიის გზა კვირას გაიხსნება
წყნეთი-ბეთანიის გზა კვირას გაიხსნება

წყნეთი-ბეთანიის გზა კვირას გაიხსნება. როგორც პირველ არხს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია.

გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად დაიყო, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია და წყნეთის ბოლოდან მეწყრის ზონამდე და მეწყრის ზონიდან კოჯორი-სამადლოს გზის კვეთამდე.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 28 მილიონ ლარს სცდება.

წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა.