წყალტუბოში ყაჩაღობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
წყალტუბოში ყაჩაღობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს

წყალტუბოში ორი არასრულწლოვანი – 2001 წელს დაბადებული ვ. ყ. და გ. კ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, წყალტუბოში დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანი ვ.ყ. და გ.კ. ქალაქ წყალტუბოში ორ სასურსათო მაღაზიაში შეიჭრნენ და გამყიდველებს დანის მუქარით ფული მოსთხოვეს, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და ნიღბები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.