წყალტუბოში, საწურბლიას მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იგეგმება
წყალტუბოში, საწურბლიას მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იგეგმება

წყალტუბოში, საწურბლიას მღვიმემდე გზის გაყვანა და მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იგეგმება.

სამუშაოს პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. თანხას კი მსოფლიო ბანკი, რეგიონული განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში გამოყოფს.

საწურბლიას მღვიმე 1976 წელს აღმოაჩინეს. ის სოფელ ყუმისთავში, პრომეთეს მღვიმიდან 2 კილომეტრში მდებარეობს. მღვიმე გამოირჩევა უნიკალური მიკროკლიმატითა და საუკეთესო ადგილია ასთმური დაავადებების სამკურნალოდ.