წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა მხარდამჭერებმა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადეს მხარდაჭერა
პარტიების „ნაციონალური მოძრაობისა“ და ევროპული საქართველოს ყოფილმა მხარდამჭერებმა წყალტუბოში განცხადება გააკეთეს.
მათი თქმით, საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს იცვლიან და დღეიდან „ქართულ ოცნებას“ და საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს უჭერენ მხარს.
ახალგაზრდები მოუწოდებენ საკუთარ თანატოლებს, თავადაც ეს გადაწყვეტილება მიიღონ.