წყალტუბოში, ლიფტის შახტში 17 წლის გოგონას ჩავარდნის საქმესთან დაკავშირებით არასრულწლოვანი დააკავეს
წყალტუბოში, ლიფტის შახტში 17 წლის გოგონას ჩავარდნის საქმესთან დაკავშირებით არასრულწლოვანი დააკავეს

წყალტუბოში, ლიფტის შახტში 17 წლის გოგონას ჩავარდნის საქმესთან დაკავშირებით არასრულწლოვანი დააკავეს.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მოზარდი ცრუ ჩვენების მიცემის გამოა დაკავებული.

ამასთან უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ საქმე არ გადაკვალიფიცირებულა და ამ დრომდე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.