წყალტუბოს „სამგურალმა“ ლიდერები შეინარჩუნა #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალმა“ ლიდერები შეინარჩუნა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის წყალტუბოს „სამგურალმა“ 2024 წლის ბოლო სატრანსფერო გარიგებები განახორციელა და ერთ მოთამაშესაც შეელია.

„სამგურალმა“ კონტრაქტები გაახანგრძლივა გუნდის რამდენიმე ლიდერთან – მცველებთან ილია ახვლედიანთან და ომარ პატარკაციშვილთან, ასევე ნახევარმცველთან, დემურ ჩიხლაძესთან.

„სამგურალთან“ კონტრაქტი დაუმთავრდა ნიკა კალანდარიშვილს და მან გუნდი დატოვა. 28 წლის მარცხენა მცველი წყალტუბოს გუნდის ღირსებას 2021 წლიდან იცავდა, რომელსაც ირლანდიური „ათლონ თაუნიდან“ შეუერთდა. კალანდარიშვილმა ეროვნულ ლიგაში 122 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ კლუბმა ცოტა ხნის წინ ქუთაისის „ტორპედოდან“ 32 წლის გამოცდილი მარცხენა მცველი, ლაშა შერგელაშვილი დაიმატა, ხოლო თავდამსხმელმა ვატო არველაძემ „სამგურალი“ დატოვა.