წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დასუფთავების გადასახადისგან სამი თვით თავისუფლდება
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დასუფთავების გადასახადისგან სამი თვით თავისუფლდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დასუფთავების გადასახადისგან სამი თვის განმავლობაში თავისუფლდება. ამის შესახებ დადგენილება წყალტუბოს საკრებულომ მიიღო.

„დაწესდეს საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსახლეობის დახმარების მიზნით, შეღავათი ადგილობრივ მოსაკრებელზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის და გათავისუფლდნენ სრულიად 2020 წლის მარტის, აპრილისა და მაისის თვის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ფიზიკური პირები (მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირები და სოციალურად დაუცველი ოჯახები)“, – აღნიშნულია საკრებულოს დადგენილებაში.

„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაზე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის შეღავათის დაწესების შესახებ“ დადგენილება დღეს 29 აპრილს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

დატოვე კომენტარი