წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა დღეს გაიმართება
წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა დღეს გაიმართება

წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა თბილისში დღეს გაიმართება.

საჯარო განხილვას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრებიან.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან არქიტექტორები, ურბანისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, ასევე ბიზნესის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლები.

წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა სასტუმრო „რედისონში“ 10.45 საათზე დაიწყება.