წყალტუბოს 58-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავს
წყალტუბოს 58-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ნანუკა ჟორჟოლიანი მხარდამჭერებთან ერთად აქციას მართავს

წყალტუბოს 58-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ ხმაურია.

შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ვანის, ხონის, სამტრედიისა და წყალტუბოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატ ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციაზე ისმის შეძახილები – „ქურდებო”.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ამომრჩევლის ხმებს იცავენ. ნანუკა ჟორჟოლიანი საოლქო და ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სთხოვს პასუხს კითხვაზე – საიდან გაჩნდა საარჩევნო სიაში, არჩევნებამდე  24 საათით ადრე ექვსი ათასი ადამიანი, რომელიც არ არსებობდა.

საოლქო საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს სხდომა, სადაც კომისიის წევრები საჩივრებს განიხილავენ. საერთო ჯამში კომისიაში 80-მდე საჩივარია შესული.

ჟორჟოლიანმა კომისიის შენობაში შესვლა რამდენჯერმე სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.