წყალბურთში საქართველოს ჩემპიონატი განახლდა #1TVSPORT
წყალბურთში საქართველოს ჩემპიონატი განახლდა #1TVSPORT

საწყლოსნო კომპლექს „ოლიმპიკზეყალბურთში საქართველოს ჩემპიონატი განახლდა, რომელიც გარკვეული პერიოდი პანდემიის გამო შეჩერდა და რამდენიმე ტური გადაიდო.

„დინამო თბილისმა“ პირველ სათამაშო დღეს ორი მატჩი ჩაატარა და ორივე მოიგო – უშუალო კონკურენტი „თბილისი“ 18:13 დაამარცხა, ხოლო ახალგაზრდული ნაკრების საბაზო გუნდს „ლაგუნა-ვერას“ 29:5 სძლია.

წყალბურთში საქართველოს ჩემპიონატში 6 გუნდი მონაწილეობს. „დინამო თბილისი“, „თბილისი“,„ლაგუნა-ვერა“, „ლოკომოტივი“, „სპორტმენეჯმენტი“ და „არენა“. სატურნირო ცხრილში ლიდერი თბილისის „დინამოა“, რომელიც შემდეგ ტურში კონკურენტს „თბილისს“ კიდევ ერთხელ სამშაბათს, პირველ ივნისს შეხვდება.