დღეს თბილისის დროით 15 საათზე ბარსელონაში 2018 წლის წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება. დღესვე გახდება ცნობილი საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე.
კენჭისყრას ბარსელონაში საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რეზო ჩომახიძე, საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დათო რურუა და ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრე ბითაძე დაესწრებიან.
ბარსელონაში გასამართ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 16 გუნდი იასპარეზებს: სერბეთი, მონტენეგრო, უნგრეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, ხორვატია, რუსეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, გერმანია, ჰოლანდია, სალოვაკეთი, საქართველო, მალტა, თურქეთი;
ევროპის ჩემპიონატი ბარსელონაში 14 ივლისს – 28 ივლისს გაიმართება.