საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე რთულ ჯგუფში მოხვდა
რეზო ჩომახიძის გუნდი D ჯგუფში საფრანგეთის, იტალიისა და საბერძნეთის წინააღმდეგ ითამაშებს.
კენჭისყრის ცერემონია რამდენიმე წუთის წინ ბუდაპეშტში გაიმართა , რომელსაც საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დათო რურუა, ფედერაციის ვიცე პრეიდენტები- ალექსანდრე ბითაძე და ალექსანდრე ნიკოლაიშვილი ესწრებოდნენ.
A ჯგუფი
გერმანია, სლოვაკეთი, ხორვატია, მონტენეგრო
B ჯგუფი
რუმინეთი, სერბეთი, ჰოლანდია, რუსეთი
C ჯგუფი
მალტა, თურქეთი, ესპანეთი, უნგრეთი
D ჯგუფი
საფრანგეთი, იტალია, საქართველო, საბერძნეთი
ევროპის ჩემპიონატი ბუდაპეშტში 2020 წლის 12-26 იავარს გაიმართება. საქართველოს ნაკრები კონტინენტის საუკეთესო გუნდებს შორის ზედიზედ მეოთხედ მოხვდა.