წყალბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ჩვენი გუნდი პირველ მატჩს ბრაზილიასთან გამართვას - უგულშემატკივრეთ საქართველოს ნაკრებს საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT
წყალბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ჩვენი გუნდი პირველ მატჩს ბრაზილიასთან გამართვას - უგულშემატკივრეთ საქართველოს ნაკრებს საქართველოს პირველ არხზე #1TVSPORT

საქართველოს ნაკრები წყალბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. ჩვენი პირველი მეტოქე ბრაზილიის ეროვნული გუნდია, მომდევნო თამაშს კი მონტენეგროსთან გავმართავთ. მსოფლიო ჩემპიონატს უნგრეთის დედქალაქი, ბუდაპეშტი მასპინძლობს.

ბრაზილია-საქართველოს მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:20 საათზე დაიწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე:  ირაკლი რაზმაძე, სანდრო ადეიშვილი, ვალიკო დადვანი, ნიკა შუშიაშვილი, ანდრია ბითაძე, მარკო ელაჩა, ხვიჩა ჯახაია, ივან სარიჩი, რევაზ იმნაიშვილი (კაპიტანი),  ბორის ვაპენსკი,  ფაბიო ბარალდი, დუშან ვასიჩი, ნიკოლოზ შუბლაძე.

ჩვენი ეროვნული გუნდი ფინალურ ეტაპზე „ა“ ჯგუფში მოხვდა, სადაც უნგრეთის, ბრაზილიისა და მონტენეგროს ნაკრებებს დაუპირისპირდება.

წყალბურთი. მსოფლიოს ჩემპიონატი

21 ივნისი (სამშაბათი)

21:20 ბრაზილია-საქართველო

23 ივნისი (ხუთშაბათი)

21:20 საქართველო-მონტენეგრო

25 ივნისი  (შაბათი)

23:00 უნგრეთი-საქართველო

მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშების ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.