წყალბურთის მსოფლიო ჩემპიონატი | საქართველო მონტენეგროსთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
წყალბურთის მსოფლიო ჩემპიონატი | საქართველო მონტენეგროსთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

წყალბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე მატჩი გამართა საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა. მისი მეტოქე მონტენეგრო იყო, რომელმაც 10:9 მოიგო.

ეს იყო შეხვედრა გუნდებისა, რომლებიც პლეი ოფში გასულები არიან, თუმცა გასარკვევი ჰქონდათ რომელი დაიკავებდა მეორე ადგილს. ჯგუფის პირველადგილოსანი პირდაპირ გავა მეოთხედფინალში, ხოლო მეორე-მესამეადგილოსნები მეოთხედფინალში გამსვლელ პლეი ოფს ითამაშებენ. ჩვენი ჯგუფის მეორე გუნდი B ჯგუფის მესამეადგილოსანს შეხვდება. ის, დიდი ალბათობით იაპონია იქნება. ხოლო ჩვენგან მესამე B ჯგუფის მეორეს დაუპირისპირდება (ან ხორვატიას ან საბერძნეთს).

მოკლედ, მონტენეგროსა და საქართველოს მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს მატჩის მსვლელობაზეც აისახა. იყო დაძაბულობა და გარდამავალი უპირატესობა. პირველი მეოთხედი საქართველომ აშკარად ჩააგდო – 1:4 ჩამორჩა.

მეორე პერიოდში კარგი დაცვისა და, პირველ რიგში, მეკარე შუბლაძის ეფექტური თამაშის წყალობით მეტოქეს გოლი არ გაატანინა – 3:0 მოიგო და 4:4 პირველი ტაიმის შემდეგ.

მესამე რაუნდში ჩვენი დაცვა კვლავ ჩავარდა, მონტენეგორ 7:4 დაწინაურდა, თუმცა ქართველებმა სხვაობის მინიმუმამდე შემცირება მოახერხეს – 7:8.

მეოთხე პერიოდში შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბარი გამოდგა. ორივე გუნდს ბევრი კარგი შანსი მიეცა, რომელთაგან მონტენეგრომ ერთით მეტი გამოიყენა და 10:9 მოიგო.