წყალბურთის ჩემპიონთა ლიგა | „დინამო“ „რადნიჩკისთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის მეათე ტურის მატჩში „დინამო თბილისმა“ სერბეთის მოქმედ ჩემპიონს, „რადნიჩკის“ უმასპინძლა.

ამ გუნდებს შორის ტურნირზე ეს მეორე დაპირისპირება იყო. პირველი შეხვედრა სერბეთში გაიმართა და მასპინძლებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს.

ქართველი და სერბი წყალბურთელების დაპირისპირება სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა. თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ფავორიტად მიჩნეული სტუმრები მცირე უპირატესობას ფლობდნენ, რაც ანგარიშშიც აისახა და შეხვედრა სერბი წყალბურთელების გამარჯვებით დასრულდა – 13:17.