წყალბურთი | ზედიზედ მეორე მოგება – საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ფინეთი დაამარცხა #1TVSPORT
პორტუგალიის ქალაქ ოიერაში მიმდინარე 20-წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე (I დივიზიონი) საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო – ახალგაზრდა წყალბურთელებმა ფინეთის ნაკრები 14:7 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და მეტოქეს ოთხივე მეოთხედში აჯობა (3:2, 3:2, 4:1, 4:2). ქართველებიდან ყველაზე მეტი გოლი (4) ივა ჭუბაბრიამ გაიტანა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
დავით მაჭავარიანი (მეკარე), ალექსანდრე ბაბიაშვილი (მეკარე); გიორგი ვეშაგური, სანდრო იობიძე (2 გოლი), ივა ჭუბაბრია (4), ლადო რამინიშვილი, ნიკოლოზ გიორგობიანი, ლაშა-გიორგი ხუციანიძე (1), ნიკოლოზ ყურაშვილი (2), ლუკა ხურცილავა (3), გიორგი აბესაძე (2), საბა გუჯარაიძე, ლუკა რუბაშვილი.
საქართველოს ნაკრებს სამი ტურის შემდეგ ორი მოგება და ერთი წაგება აქვს. მომდევნო მატჩს ქართველი წყალბურთელები 13 აგვისტოს ლიეტუვის ნაკრებთან გამართავენ.