თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი ევროთასზე პირველი მერვედფინალური მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. მონტენეგროელი ნიკოლა გიგას შემდეგ „დინამომ“ კიდევ ერთი მოთამაშე დაიმატა – ამპლუით ცენტრალური მცველი, 37 წლის სერბი უროშ კალინიჩი, რომელიც ბოლოს „ვოივოდინაში“ თამაშობდა.
კალინიჩი საკმაოდ გამოცდილი წყალბურთელია, იგი ცხრა წლის განმავლობაში საფრანგეთის „მონპელიეში“ ასპარეზობდა, ასევე მონტენეგროს, სერბეთისა და საუდის არაბეთის სხვადასხვა გუნდებში თამაშის გამოცდილება აქვს.
შეგხსენებთ, რომ თბილისის „დინამო“ ევროთასის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში 8 მარტს ხორვატიის ქალაქ რიეკაში „პრიმოერიეს“ შეხვდება, ხოლო საპასუხო მატჩი 23 მარტს გაიმართება.