წყალბურთი | თბილისის „დინამო“ ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე „პროვანსს“ შეხვდა #1TVSPORT
თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ფრანგულ „პროვანსთან“ გამართა და 9:14 დამარცხდა.
დინამოელთაგან გოლები გიორგი მაგრაქველიძემ (4), არტიომ დიხტიარენკამ (3), ფიოდორ ავერკამ (1) და ნიკოლოზ ყურაშვილმა (1) გაიტანეს.
თბილისის „დინამო“ საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ ორ მატჩს გამართავს – 10 ოქტომბერს, 19:30 საათზე „პრომორაცს“ დაუპირისპირდება, 11 ოქტომბერს კი, 11:30 საათზე „გალათასარაის“ შეხვდება.
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს საფრანგეთი მასპინძლობს. პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებენ.