წყალბურთი | თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში „ბარსელონეტას“ უმასპინძლებს #1TVSPORT
წყალბურთი | თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში „ბარსელონეტას“ უმასპინძლებს #1TVSPORT

15-16 ნოემბერს წყალბურთელთა 2022/23 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ტურნირი იწყება. ევროპის 16 საუკეთესო გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდა და საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლებენ.

A ჯგუფი. „პრო რეკო“ (იტალია), „ბარსელონეტა“ (ესპანეთი), „ვასპო ჰანოვერი“ (გერმანია), „რადნიჩკი“ (სერბეთი), „დინამო თბილისი“ (საქართველო), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), „ვულიაგმენი“ (საბერძნეთი), „იადრანი“ (ხორვატია);

B ჯგუფი. „ნოვი ბელგრადი“ (სერბეთი), „ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „მარსელი“ (საფრანგეთი), „იუგი“ (ხორვატია), „საბადელი“ (ესპანეთი), „შპანდაუ 04“ (გერმანია), „OSC-ბუდაპეშტი“ (უნგრეთი), „ბრეშა“ (იტალია).

A ჯგუფიდან, სადაც თბილისის „დინამო“ თამაშობს,  ფინალური ეტაპის საგზურს 4 საუკეთესო გუნდი მიიღებს, ხოლო B ჯგუფში სამი საგზურისთვის იბრძოლებენ, ვინაიდან მეოთხე ამ შეჯიბრების გადამწყვეტი თამაშების მასპინძელ “ნოვი ბელგრადს” აქვს დაბევებული.

ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრას თბილისის „დინამო“ 15 ნოემბერს თბილისში, „ბარსელონეტას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.