წყალბურთი | თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის მეორე შეხვედრაში „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდება #1TVSPORT
დღეს, 29 ნოემბერს თბილისის „დინამო“ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მეორე შეხვედრას გამართავს. ქართული კლუბი 16:45-ზე ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ საცურაო კომპლექს „ოლიმპიკზე“ დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ „დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველ შეხვედრაში „ბარსელონეტასთან“ 8:14 დამარცხდა, „ოლიმპიაკოსმა“ კი იტალიურ „პრო რეკოს“ 9-7 მოუგო.
საქართველოს ჩემპიონი ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ზედიზედ მეოთხედ თამაშობს. „დინამო“ A ჯგუფშია, სადაც მეტოქეებად „პრო რეკო“ (იტალია), „ბარსელონეტა“ (ესპანეთი), „ვასპო ჰანოვერი“ (გერმანია), „რადნიჩკი“ (სერბეთი), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), „ვულიაგმენი“ (საბერძნეთი) და „იადრანი“ (ხორვატია) ჰყავს.