წყალბურთი | თბილისის „აპოლო“ იტალიურ „პრო რეკოსთან“ თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა #1TVSPORT
შავი ზღვის თასზე, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს, თბილისის „აპოლო“ იტალიის „პრო რეკოს“ დაუპირისპირდა. სტუმართა გუნდი ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა მატჩი თავიდან ბოლომდე თანაბარი გამოდგა და გუნდები მეოთხე პერიოდს მინიმალური სხვაობით შეხვდნენ. ბოლო მეოთხედში „პრო რეკომ“ მიღწეული უპირატესობა შეინარჩუნა და საბოლოოდ 11:8 გაიმარჯვა.
„აპოლოს“ ბომბარდირი 3 გოლით დმიტრი ალექსეევი გახდა, 2-2 გოლი გაიტანეს ანდრია ბითაძემ და დუშან ვაშიჩმა.
ეს იყო „აპოლოს“ პირველი მატჩი მიმდინარე ტურნირზე, „პრო რეკოს“ კი ორიდან ორი თამაში აქვს მოგებული და A ჯგუფის ლიდერია.
ქართული გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 ოქტომბერს იაპონური „კაშივაზაკის“ წინააღმდეგ გამართავს. 20 საათიდან პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.