წყალბურთი | შავი ზღვის თასზე თბილისის „დინამო“ უნგრულ „ფერენცვაროშთან“ დამარცხდა #1TVSPORT
შავი ზღვის საერთაშორისო თასზე თბილისის „დინამომ“ B ჯგუფში ერთ-ერთ ფავორიტთან, უნგრეთის „ფერენცვაროშთან“ ითამაშა. შეხვედრა თავიდანვე სტუმართა უპირატესობით დაიწყო და მათივე გამარჯვებით დასრულდა – 23:11.
დინამოელთაგან ყველაზე მეტი, 4 გოლი გიორგი მაგრაქველიძემ გაიტანა, არტიომ დიხტიარენკას ანგარიშზე სამი გოლია, ხოლო ნიკოლოზ ყურაშვილმა ორჯერ აიღო მეტოქის კარი.
B ჯგუფში პირველ ადგილზე ორი მოგებით „ფერენცვაროშია“, მეორე-მესამე ადგილებს სერბეთის „ტექნომანია“ და საფრანგეთის „მარსეიყოფენ. მეოთხეა „დინამო“ – 2 წაგება.