წყალბურთი | „შავი ზღვის თასზე“ თბილისის „დინამო“ „მარსელთან“ დამარცხდა #1TVSPORT
15 ოქტომბრიდან ბათუმის საცურაო აუზში წყალბურთის საერთაშორისო ტურნირი „შავის ზღვის თასი“ დაიწყო, რომელშიც, ორი ქართული გუნდის, თბილისის „დინამოსა“ და „აპოლოსთან“ ერთად, საუკეთესო უცხოური კლუბები მონაწილეობენ: „ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „ვასპო ჰანოვერი“ (გერმანია), „პრო რეკო“ (იტალია), „ნოვი ბელგრადი“ (სერბეთი), „მარსელი“ (საფრანგეთი), კაშივაზაკი“ (იაპონია).
ტურნირზე პირველი მატჩი გამართა თბილისის „დინამომ“, რომელიც საფრანგეთის „მარსელს“ დაუპირისპირდა და 4:13 დამარცხდა.
დინამოელები მომდევნო მატჩს 16 ოქტომბერს, 18:00 საათზე უნგრულ „ფერენცვაროშთან“ გამართავენ.
„შავი ზღვის თასის“ მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავზებთ.