წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთს შეხვდება #1TVSPORT
წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთს შეხვდება #1TVSPORT

ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე წყალბურთში საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი თურქეთის ნაკრებთან გამართა და მეტოქე 14:11 დაამარცხა.

შეხვედრის სამი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ქართველმა წყალბურთელებმა გადამწყვეტი უპირატესობა დასკვნით მეოთხედში მოიპოვეს, რომელიც 6:2 მოიგეს და ევროპის ჩემპიონატზე  მეორე გამარჯვება იზეიმეს.

საქართველოს ნაკრები ბელგრადში კიდევ ერთ მატჩს გამართვს – მე-9 ადგილის დასაკავებლად ქართველი წყალბურთელები 22 იანვარს, 18:15 საათზე საფრანგეთს დაუპირისპირდებიან – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრები:

ირაკლი რაზმაძე (მეკარე), დუშან ვასიჩი (4), ვატო დადვანი (3), საბა ტყეშელაშვილი (2), სანდრო ადეიშვილი (1), ველკო ტანკოსიჩი (1), ანდრია ვლაჰოვიჩი (1), ლუკა ჩიქოვანი (1), ანდრია ბითაძე, გიორგი მაგრაქველიძე (1), იოვან სარიჩი, რევაზ იმნაიშვილი, სტეფან პიეშივაცი, გიორგი გვეტაძე (მეკარე).